11 ივნისს 20:00 საათზე „ფაბრიკაში“, გერმანიის საელჩოსა და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით „გერმანული ენის თვის" ფარგლებში, „ბერლინალეს“ „ოქროს დათვის“ მფლობელი და ევროპული კინემატოგრაფიის გამარჯვებული ფილმის, ფატიჰ აკინის გახმაურებული კინოსურათის „კედლის პირისპირ"/"Gegen die Wand" (2004) ჩვენება გაიმართება.
ყოველწლიური პროექტი „გერმანული ენის თვე" სლოგანით „სამი ქვეყანა - ერთი ენა" გერმანიის ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების ორგანიზებით წელს მეექვსედ იმართება. „გერმანული ენის თვე" 15 მაისიდან 17 ივნისამდე გრძელდება და თავისი შინაარსით ყველა იმ კულტურულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებას მოიცავს, რაც გერმანულ ენასა და გერმანულენოვან ქვეყნებს შეეხება.
ცნობილი კინორეჟისორი ფატიჰ აკინი თავის კინოდრამაში „კედლის პირისპირ"/"Gegen die Wand" მოგვითხრობს ორი გერმანელი თურქის ისტორიას, რომლებიც გერმანულ და თურქულ კულტურებს შორის არსებულ დაძაბულობას თავს ვერ ართმევენ დასასოწარკვეთილებისაგან ერთმანეთს უკავშირებენ თავიანთ ბედს.
აღსანიშნავია, რომ ფილმს აღებული აქვს ისეთ ჯილდოები როგორიცა:
2004 წელს, ბერლინის 54-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი ოქროს დათვი.
ბერლინალეზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრიზი.
2004 წელს გერმანული კინოაკადემიის მთავარი პრიზი „ოქროს ლოლა" 5 კატეგორიაში:
საუკეთესო ფილმისთვის, საუკეთესო რეჟისორისთვის - ფატიჰ აკინი, საუკეთესო სცენარისთვის - ფატიჰ აკინი, საუკეთესო მსახიობისთვის - სიბელ კეკილი, საუკეთესო მსახიობისთვის - ბიროლ უნელი,
საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის - რაინერ კლაუსმანი.
2004 წელს ევროპული კინემატოგრაფიის პრიზი საუკეთესო ფილმისთვის და მაყურებლის რჩეული რეჟისორისთვის.
ცნობისთვის, კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.