თბილისში 9 ივნისს პირველად გაიმართება „კომიქსებისა და თამაშების ფესტივალი“, რომელიც ერთ დღეს გაგრძელდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი ჩატარდება პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, 11:00-დან 19:00 საათამდე.
ფესტივალის მონაწილეები დეტალურად გაიგებენ კომიქსების შექმნისა და ისტორიის შესახებ. გაენცნობიან ქართული კომიქსების ავტორებსა და მხატვრებს. ისინი შეძლებენ მათთან გასაუბრებასაც. შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია კოსტიუმირებული თამაშის კონკურსი. გამარჯვებულს ჟური გამოავლენს.
აღსანიშნავია, რომ 8 წლამდე მოზარდები ფესტივალზე უფასოდ დაიშვებიან. დანარჩენი მსურველებისთვის შესვლა ფასიანი იქნება. აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.