საქართველოს ეროვნული ნაკრები, 11 ივნისს, გაფართოვებული შემადგენლობით, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მოსამზადებლად ვარჯიშს იწყებს.
ილიას ზუროსის გუნდმა საკვალიფიკაციო ჯგუფში დაგეგმილი 6 მატჩიდან 4 უკვე გამართა, ხოლო დასკვნით 2 შეხვედრას 29 ივნისს სერბეთთან, 2 ივლისს კი ავსტრიასთან ჩაატარებს.
აღნიშნულ მატჩებზე დასასწრები ბილეთების ონლაინ-გაყიდვა უკვე დაიწყო.
მსურველებს მათი შეძენა TKT.GE-ზე შეუძლიათ.
ბილეთების ფასები 5, 10, 15 და 25 ლარია, თუმცა ორივე მატჩზე დასასწრები ბილეთის ერთდროულად შეძენის შემთხვევაში გულშემატკივრებს შეეძლებათ ისარგებლონ ფასდაკლებით – tkt.ge/basketball.