თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „ენერგოეფექტურობა ძველი თბილისის არქიტექტურაში“ პრემიერა მე-17 საუკუნის უძველეს სახლში გაიმართება.
***
როგორი გამოიყურებოდა საქართველოში უძველეს დროს საცხოვრებელი სახლები და ქალაქები, ითვალსწინებდნენ თუ არა გარემოს და კლიმატს ჩვენი წინაპრები სანამ საცოხვრებელი სახლის აშენებას გადაწყვეტდნენ?
თომა ჩაგელიშვილის ახალი დოკუმენტური სერიალი „ენერგოეფექტურობა ტრადიციულ ქართულ არქიტექტურაში“ წარსულში გამოგზაურებთ, რათა თანამედროვე გამოწვევები უკეთესად გავიაზროთ.
სერიალში ნახავთ თუ როგორ იყენებდნენ მშენებლობის დროს ენერგოეფექტურ პინციპებს უძველეს დროს თბილისში, ხევსურეთში, მესხეთ-ჯავახეთსა და სვანეთში ჩვენი წინაპრები. როგორ გამოიყურებოდა ქალაქები და სოფლები, როგორ სახლებში ცხოვრობდნენ უბრალო ადამიანები.
ხუთშაბათს 7 ივნისს 18:30 საათზე გაიმართება ფილმის პირველი სერიის „ენერგოეფექტურობა ძველი თბილისის არქიტექტურაში“ ჩვენება.
ის დედაქალაქში დღემდე შემორჩენილ მე-17 საუკუნის უძველეს სახლში, ფორაქიშვილების დარბაზში შედგება. (ჩეხოვის ქ. 8/10. სასტუმრო კოპალას ეზო)
ამ სახლის არსებობის შესახებ, მხოლოდ მეცნიერთა ვიწრო წრემ იცის. ისტორიულ სახლს ფართო საზოგადოებაც პირველად იხილავს.
ფილმის შემქმნელების ამოცანა გლობალური დათბობის შესახებ პრობლემის წამოწევა, მოქალაქეებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდა და მშენებლობის ენერგოეფექტური პრინციპების პოპულარიცაზიაა.
სერიალი გადაღებულია „ტვ ფილმ სტუდიოს“ მიერ, გაეროს მცირე გრანტების პროგრამის, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის და ჟურნალი National-Geographic-საქართველოს მხარდაჭერით