6 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში
კინორეჟისორი ალბერტ სერა პრესკონფერენციას გამართავს.
ესპანელი რეჟისორი თბილისს ახალი პროექტის - „თანამედროვე კინოს დიდოსტატების" ფარგლებში ეწვია. ალბერტ სერა 6 და 7 ივნისს, 13:00 საათზე თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მასტერკლასებს ჩაატარებს, 8 ივნისს 19:00 საათზე კი საჯარო შეხვედრას გამართავს თიბისი გალერეაში.
(NS)