სინგაპურში პირველი მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშები გაიხსნა. ოლიმპიადაში 200-ზე მეტი ქვეყნის 3600 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
ოლიმპიადაში საქართველოდან ხუთი სპორტსმენი ასპარეზობს - მოცურავე გიორგი მთვრალაშვილი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ირაკლი მოსიძე (63 კგ), ვანო პეტრიაშვილი (100 კგ), ძიუდოისტები - ბექა ტუღუში და სოფიო ბერიძე.
საქართველოს 14 კაციანი დელეგაცია, რომელშიც სპორსტმენების გარდა მწვრთნელები, ადმინისტრაციის წევრები და სეოკ-ის თავკაცები შედიან უკვე სინგაპურშია. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი გიორგი ესაკია იქნება, ხოლო დელეგაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს.
ახალგზარდული ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი 14 აგვისტოს გაიმართა, ხოლო ჩვენი ათლეტებიდან 16 აგვისტოს პირველი მოცურავე გიორგი მთვრალაშვილი იასპარეზებს. მეორე დღეს შეჯიბრებაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, ხოლო 21 და 25 აგვისტოს ძოუდოისტები შესაბამისად ინდივიდუალურ და გუნდურ პირველობაში იასპარეზებენ.
ოლიმპიადა 26 აგვისტოს დაიხურება.