სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი „დედე“, რომელიც ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის მიერაა გადაღებული, ესპანეთის შვიდ კინოთეატრში იქნება ნაჩვენები.
1 ივნისიდან სურათის დემონსტრაცია მადრიდი, ბარსელონა, ჟირონე, ვალენსია, მარბელი, ალკალა-დე-ენარესი და სან-ფელიუ-სე-ლობრეგატეს კინოთეატრებში მოხდება.
ფილმი მოგვითხრობს გოგონაზე, სვანეთის მაღალმთიანეთიდან, რომელიც იბრძვის თავისი სიყვარულისთის, მაგრამ ტრადიციები გრძნობებზე მაღლა აღმოჩნდება.
„დედე“ ოთხი ქვეყნის თანაწარმოებითაა გადაღებული: საქართველო, ირლანდია, ყატარი და ჰოლანდია. ფილმმა უკვე მიიღო პრიზები რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე.
„დედეს“ პრემიერა საქართველოში 22 თებერვალს შედგა.