გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი(გლუკი) თბილისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა გაუფრთხილებლად გამოსახლებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს პროცესი, შესაძლოა, განპირობებული იყოს მათთვის გრძელვადინი საცხოვრებლის უზრუველყოფის აუცილებლობით.
ამასთანავე, გლუკი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი გადაადგილების მიზნით განხორციელებული გამოსახლება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანტარტებს და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს.
ამ მიზნით, გლუკი მჭიდროდ თანამშრომლობს, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლეხლების და ლტოლვილთა სამინისტროსთან, ასევე საქართველოში წარმოდგენილ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა დაცულ იქნას იძულებით გადაადგილებულ პირთა და კერძო მეპატრონეთა უფლებები. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი იცავს, დახმარებას უწევს და გამოსავალს ეძებს ლტოლვილებისთვის და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მთელს მსოფლიოში. საქართველოში იგი იცავს და საჭირო დახმარებას უწევს 355,000-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 350,000-ზე მეტი დევნილი, 1,600 თავშესაფრის მაძიებელი და 1,000-მდე ლტოლვილია.