ხვალ, 13 აგვისტოს, 12.00 საათზე, მცხეთაში, " UMCOR საქართველო" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი" ერთობლივ საქველმოქმედო აქციას აწყობენ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინვალიდის ეტლების გადაცემას ითვალისწინებს. აქციის ფარგლებში მოხდება 44 ინვალიდის ეტლის გადაცემა. აქცია ხორციელდება" UMCOR" -ის მიერ სამედიცინო დისტრიბუციის პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ღონისძიების განხორციელებაში ასევე აქტიურად არიან ჩართულნი მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და US DoS Grantees.
აქციას დაესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები, ასევე UMQOR-საქართველოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი"_ს წარმომადგენლები. აგრეთვე მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალური პირები