თბილისში აქციები გაგრძელდება. როგორც დღეს გახდა ცნობილი, მოვაჭრეები გარევაჭრობის დაშვების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ.
აქცის ერთ-ერთი ორგანიზატორის კლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, ხვალიდან სხვადასხვა სავაჭრო ადგილებში გარემოვაჭრეთა ლოკალური აქციები დაიწყება.
12:00 საათიდან აქციები გაიმართება "დინამოს" სტადიონთან, "დელისის" მეტროსთან და ასევე, სხვადასხვა სავაჭრო ადგილებში ლოკალური ხასიათის მჯდომარე აქციები მოეწყობა. როგორც ჩხარტიშვილი აცხადებს, ხუთშაბათს, ყველა ლოკალური ხასიათის აქცია გაერთიანდება და პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციიდან გაერო-ს ოფისამდე გრანდიოზული, ფართომასშტაბიანი ფეხით მსვლელობა გაიმართება.