ქართული მხარის სიმართლეში და იმაში, რომ ამ საქმეში რუსეთი უნდა გამტყუნდეს, ეჭვი აღარავის ეპარება,“ - ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, სტრასბურგში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი განიხილება.
ის ჟურნალისტებთან აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ შეტანილი სარჩელი სამართლებრივად ძალიან გამართულია.
„ქართული მხარის სიმართლეში და იმაში, რომ ამ საქმეში რუსეთი უნდა გამტყუნდეს, ეჭვი აღარავის ეპარება. ერთადერთი, რამაც შეიძლება დააზიანოს ჩვენი სიმართლე, არის დღევანდელი ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მიანიშნებდა ომში საქართველოს ბრალეულობაზე. ამან შეიძლება, შეგვიშალოს ხელი. სხვა მხრივ, შეტანილი სარჩელი სამართლებრივად არის ძალიან გამართული და დღეს ევროპაშიც კონტექსტი არის ძალიან კარგი საიმისოდ, რომ ჩვენ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე სტრასბურგის სასამართლოში,’’ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საქართველო რუსეთს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის და შემდგომ პერიოდშიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და მისი ოქმებით გარანტირებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უხეშ და მასობრივ დარღვევებს ედავება. საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა დაარღვია ევროკონვენციის მუხლები სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, გადაადგილების თავისუფლების შესახებ და ა.შ.