გამორიცხული არაა, რაიმე პასუხისმგებლობა ჩემზე გადმოიტანონ, რათა ჩემი დისკრედიტაცია მოახდინონ და თავიანთი აზრით დამაშინონ. ეს გამორიცხულია, რადგან 2 დეკემბერს, ჩემს შვილთან ერთად მოვკვდი, მკვდარი მეორედ არ კვდება! ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ჩემი შვილის მკვლელები სააშკარაოზე გამოვიდნენ, - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალძის მამამ, ზაზა სარალიძემ.
ის დღეს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა, სადაც სარალიძე პოლიტიკოსებს საქმის გარშემო ვითარებაზე ესაუბრა. როგორც ის აცხადებს, შვილის მკვლელების დასასჯელად, ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებს.
„ვიანიდან, ჭეშმარირტების მიღწევა ვერანაირად შევძელი, საჭიროდ ჩავთვალე ასე მოვქეცულიყავი. აქამდეც ვამბობდი, რომ ჭეშმარიტების დასადგენად ნებისმიერ ბერკეტს გამოვიყენებდი. მხოლოდ პოლიტიკოსებს კი არა, მთელ საქართველოს მივმართავ, რომ გვერდში დამიდგნენ და ჭეშმარიტების დადგენაში დამეხმარონ.
საპროტესტო აქციებსაც ვგეგმავთ და მაქსიმალურად მივიყვნათ ჭეშმარიტებამდე ამ მარაზმს“, - აცხადებს სარალიძე.
როგორც დაზარალებული აღნიშნავს, მას შესაძლოა, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები დაშინების მიზნით უთვალთვალებენ.
„პროკურატურა პირდაპირ ცდილობს ჩემს დისკრედიტაციას იქიდან გამომდინარე, რომ მათ ძალიან დიდ წინააღმდეგობას ვუწევ, თან სამართლიან წინაღმდეგობას, რომელიც თვითონ არ უნდათ, რომ აღიარონ. როცა პროკურატურაში მირზა სუბელიანის წინააღმდეგ განცხადება შემქონდა, ვიღაც პიროვნება თავისი კუთვნილი ტელეფონით ჩუმად დადიოდა და ვიდეოს მიღებდა. მანამდე კონკრეტულად ვიდეოგადაღების ფაქტები არ შემიმჩნევია, მაგრამ რამდენჯერმე შევნიშნე ერთი და იგივე მანქანა როგორ დამყვებოდა. მითვალთვალებდა თუ არა, ვერ ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრ შემთხვევაში მომხვდა თვალში ერთი და იგივე მანქანა“, - დასძენს დაზარალებული.
ის რამდენიმე თვეა, შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს. თუმცა, როგორც სარალიძე განმარტავს, ძალოვანი უწყებიდან მასთან შევხედრის სურვილი ამ დრომდე არავის გამოუთქვამს.
„მოვითხოვე შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა, მაგრამ როგორც ჩანს, სამწუხაროდ, თვითონ არ ინება ჩემთან შევხედრა. იმ კადრებით, რომელსაც მირზა სუბელიანი ფლობს, ის არამხოლოდ პროკურატურას აშანტაჟებს, არამდე მთელ სახელმწიფოს. ამ კადრების გამოჩენა ძალიან კარგად იცით, რომ სახელმწიფოს ამოტრიალების ტოლფასია. მთელი სისტემაა ჩართული ამ პროცესში, რომ ჩემი შვილის მკვლელები არ გამაოშაკარავდნენ, თორემ აქამდე ნებისმიერი მთავრობის წარმომდაგენელი დაინტერესდებოდა ამ საქმით“, - აცხადებს სარალიძე.
ცნობისთვის, 2017 პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.