მნიშვნელოვანია რომ ჩვენმა მთავრობამ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ აღსრულებაზე ყურადღება არ მოადუნოს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრიმა გიორგი კანდელაკიმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შინაარსობრივი სამუშაო დიდი ხნის გაწეულია
"ამ სასჯელთან დაკავაშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გადაწყვეტილების შემდეგ, აღსრულებაზე ყურადღება არ მოადუნოს ჩვენმა მთავრობამ. რასაც ადგილი ჰქონდა მეორე, სახელმწიფოთა შორის სარჩელის შემთხვევაში, რომელიც ეხებოდა 2006 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ ათასობით გამოძევებული ქართველის უფლებას", - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა