აშშ-ში, 89 წლის ასაკში ცნობილი არტ-მხატვარი, რობერტ ინდიანა გარდაიცვალა. წერს The New York Times-ი.
გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის გაჩერება გახდა. ის გარდაიცვალა საკუთარ სახლში, მენის შტატში.
ინდიანა ცნობილი იყო მრავალი ნამუშევრების წყალობით, პოპ-არტის მიმართულებით. თუმცა მსოფლიო აღიარება მას LOVE,-ს სკულპტურამ მოუტანა. ის შესრულებულია 1964 წელს. ხოლო რამდენიმე ათწლეულის შემდეგ იგი შეძენილი იყო ინდიანაპოლისის ხელოვნების მუზეუმის მიერ, სადაც ამჟამად მდებარეობს.
მოგვიანებით, ინდიანას სიმბოლოები გამოჩნდა საფოსტო მარკებზეც და საფოსტო ბარათებზე, პრინტების სახით მაისურებზე და ტანსაცმელზე, ასევე სკულპტურის სახითაც. თავად ავტორმა მის ნამუშევარს „ყველაზე პლაგირებული ხელოვნების ნიმუში“ უწოდა