პოლონეთში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრისა და ვარშავის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის საეკლესიო საზოგადოების ორგანიზებით ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა გვირგვინებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი დ ა ვარშავის აჯანყების მუზეუმში პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების მემორიალი.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ცერემონიალის შემდგომ, ვარშავის წმ. გრიგოლ ფერაძის ტაძარში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა გაიმართა.