ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში ანგარიშით 73:57 პორტუგალიის ეროვნული ნაკრები დაამარცხა.
პორტუგალისთან გამარჯვება საქართველოს ნაკრებისთვის ქვეჯგუფში მეორე წარმატებაა. Pპირველ მატში ქართვერლმა კალათბურთელებმა პოლონეთის ნაკრები ანგარიშით 84:65 დაამარცხეს. მეორში კი ქართველი კალათბურთელები ბელგიის ნაკრებთან (64:74) დამარცხდნენ.
ამჯამად საქართველოს ნაკრებს ქვეჯგუფში ექვსი ქულა აქვს.
საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
საქართველოს ნაკრები: ლაშა გამყრელიძე, ანატოლი ბოისა, ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, კოტე ტუღუში, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ნიკა მეტრეველი, ტორინ გრინი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და თორნიკე შენგელია.
მატჩს სპორტის სასახლეში 10 ათასამდე გულშემატკივარი ესწრებოდა.