საგურამოს ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო დედაქალაქის ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. ხანძარი საგურამოში 18:00 საათისთვის ლიკვიდირებული იქნა. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" კუთვნილ ტერიტორიაზე ხანძარი 11 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გაჩნდა. სავარაუდო მიზეზად მაღალი ტემპერატურა დასახელდა.
დამწვარია დაახლოებით 1 ჰა-მდე ტერიტორია, თუმცა კომპანიის კუთვნილი შენობები ხანძარს გადაურჩა. ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.
ხანძრის გამო თავდაცვის მიზნით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ობიექტზე დროებით გამოირთო ელექროენერგია, რამაც ქალაქში წყალმომარაგების შეზღუდვა გამოიწვია.