ხვალ, 12 აგვისტოს, 12:00 საათზე, თბილისში, ჰოლანდიის საელჩოსთან, ჟურნალისტთა კავშირისა და კეთილი ნების საერთაშორისო კავშირ "სოლიდარობიას" წარმომადგენლები 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გორში დაღუპული ჰოლანდიელი ჟურნალისტის, სტან სტორიმანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ხანმოკლე მშვიდობიან აქციას მოაწყობენ.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, გაიმართება ასევე ბრიფინგი. ხსოვნისა და პატივისცემის ნიშნად აინთება სანთლები.