19 მაისს, Black Sea Arena-ზე ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართება, რომელიც ქართველი მსმენელის წინაშე რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად წარსდგება. კონცერტზე შესრულდება მაესტროს მიერ კინოსთვის შექმნილი საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებები. ღონისძიება მაესტროს მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში იმართება.
ენიო მორიკონეს თავისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში შექმნილი აქვს 600-მდე მუსიკალური ნაწარმოები, რომელთაგან 500 სხვადასხვა ფილმისთვის დაწერა და თანამშრომლობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც არიან სერჯიო ლეონე, ჯუზეპე ტორნატორე, კვენტინ ტარანტინო. ამ უკანასკნელის ფილმისთვის „საძულველი რვიანი“ კომპოზიტორმა თავისი პირველი „ოსკარი“ მიიღო.
ენიო მორიკონეს აქვს 6 „ბაფტას“, 3 „გრემის“ და 3 „ოქროს გლობუსის“ ჯილდო.