დღეს, 7 ნოემბერს, სპორტის სასახლეში თსუ-ის ეგიდით გაიმართება ვაჟ კალათბურთელთა გუნდის პირველი თამაში _ "სუპერლიგა 2009-2010".
როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, "სუპერლიგა 2009-2010" ოლიმპიური ჩემპიონის, ვლადიმერ უგრეხელიძის 70 წლის იუბილეს ეძღვნება.
ღონისძიება თსუ-ის კულტურისა და სპორტის ცენტრის ინიციატივით ტარდება. მატჩის საუკეთესო კალათბურთელსა და გამარჯვებულ გუნდს თასები გადაეცემათ.