ვაკე-საბურთალოს გზაზე მდებარე ამიერკავკასიის ყოფილი სამხედრო ოლქის შენობიდან დევნილების გამოსახლების პროცესი დაიწყო.
დევნილებს ნივთების გამოტანაში, ხელისუფლების მიერ დაქირავებული მუშებიც ეხმარებიან. ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო დაჯგუფების შენობაში 700-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ძირითადად ისინი არიან აფხაზეთიდან, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილები ცხინვალის რეგიონიდან და კოდორის ხეობიდან.
დევნილების გამოსახლების პროცესს ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებიან. მათი განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი ყველა ოჯახი სახელმწიფოსაგან 10 ათას დოლარს მიიღებს. აღნიშნულ თანხას აძლევენ, ვინც განცხადება დაწერა ან განცხადებას დაწერს. რაც შეეხება, ძველ დევნილებს აფხაზეთიდან, მათ სოფელ ფოცხოში გადაყვანას სთავაზობენ, ეს კი დევნილებისთვის მიუღებელია. ისინი ფართით დაკმაყოფილებას თბილისის მასშტაბით ითხოვენ.