18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა! 1977 წლიდან, ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით, ეს დღე მთელ მსოფლიოში ღია კარის დღეებით აღინიშნება - ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და სხვადასხვა აქტივობა.
მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოადგენს ფესტივალს, რომელიც ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს.
18 მაისს, 10:00-დან 17:30 საათამდე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა თავისუფალია!
ჩვენი მუზეუმები: https://bit.ly/2k4BAWN
მიმდინარე გამოფენების გარდა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ შემეცნებით-გასართობ პროგრამებს:
► ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი (შოთა რუსთაველის გამზ. 3)
12:00 საათი: „აღმოაჩინე ცხოველთა გამოსახულებები ოქროს ფონდში"
14:00 საათი: „ფაუნის მრავალფეროვნება"
► დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (შოთა რუსთაველის გამზ. 11)
12:00 საათი: აღმოვაჩინოთ ამოღებული დეტალები ფიროსმანის ნამუშევრიდან „ვირის ხიდი"
15:00 საათი: შემეცნებით-გასართობი თამაში ნიკო ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრების მიხედვით
► ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა (სიონის ქ. 8)
15:00 საათი: „მუზეუმი-ჯადოსნური სამყარო"
პროგრამებში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ნომერზე: 2 93 16 52
► სიღნაღის მუზეუმი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8, სიღნაღი.
12:00 და 15:00 საათი: ორიგამის ვორქშოფები გამოფენის „იაპონიის თოჯინები“ ფარგლებში.
პროგრამებში მონაწილეობა თავისუფალია!