დღეს, 12:00 საათზე, დედაქალაქის მერიასთან გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია "კონსერვატიული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილის ორგანიზებით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ გარემოვაჭრეები "დინამოს" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან, პუშკინის სკვერიდან, თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელიდან, "დელისის" მეტროდან და დედაქალაქის სხვადასხვა ადგილებიდან, რომლებსაც გარევაჭრობა აეკრძალათ.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერი გარემოვაჭრეებს სავაჭრო ადგილებს ბაზრებში სთავაზობს. ასევე, პირდებიან, რომ გადასახადებისაგან ახალ წლამდე გათავისუფლდებიან.