დღეიდან, 11 აგვისტოდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით და თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტების მონაწილეობით, აგვისტოს ომში გარდაცვლილთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მშვიდობიანი აქცია გამართება.
ღონისძიებების ციკლი 11 აგვისტოს, 12:00 საათიდან დაიწყება. მუხათგვერდის სასაფლაოზე სტუდენტები გარდაცვლილთა საფლავებს გვირგვინით შეამკობენ. 15:00 საათზე სტუდენტები სამების საკათედრო ტაძარში გადაინაცვლებენ, ხოლო 20:00 საათიდან ვარდების მოედანი გადაიკეტება და ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ცის მანათობლების აქციას შეუერთდება.