ჰოლანდიელი მხატვრის, რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის აქამდე უცნობი ნამუშევარი იქნა აღმოჩენილი ნიდერლანდებში.
როგორც გამოცემა "NRC Handelsblad"-ი წერს, ექსპერტებზე დაყრდნობით, „ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტი“ შექმნილია 1634 წელს. გამოცემის თანახმად, ისტორიკოსმა იან სიქსმა ეს ნახატი წელიწადნახევრის წინ აუქციონზე 137 ათას ფუნტად შეიძინა.
ტილო, როგორც სავარაუდო იყო, რემბრანდტის მოსწავლეს ეკუთვნოდა. თუმცა, 15 ექსპერტმა დაადასტურა, რომ ეს სურათი თავად რებრენდტს ეკუთვნის.
ამ დროისთვის ნამუშევარი გამოფენილია ამსტერდამში. მისი მფლობელი გარკვეული პერიოდის შემდეგ გეგმავს პორტრეტის აუქციონის წესით გაყიდვას.