ხვალ, 11 აგვისტოს, 11:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით, დევნილი ბავშვების მეორე ნაკადი საბერძნეთში გაემგზავრება.
აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი 42 ბავშვი ქალაქ ათენში, ბავშვთა საერთაშორისო ბანაკში, ორი კვირის განმავლობაში დაისვენებს.
ბავშვებს დიდუბის ავტოსადგურიდან აფხაზეთის მთავრობის წევრები გააცილებენ.
აფხაზეთის მთარობის ინიციატივითა და მხარდაჭერით დევნილი ბავშვების პირველი ნაკადი საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე 24 ივლისს გაემგზავრა.