რამოდენიმე წუთის უკან კახეთის გზატკეცილზე უბედური შემთხვევა მოხდა. გაზგასამართ სადგურ "ფასგაზში" მანქანა აფეთქდა.
დაშავებულია ორი ადამიანი. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც სადგურზე ავტომანქანის ავზი იტუმბებოდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება კუსტარულად დამზადებულმა გაზის ბალონმა გამოიწვია, რომელიც ავტომობილში სათანადოდ დამონტაჟებული არ იყო. ორივე დაშავებული დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.