საერთაშორისო ახალგაზრდული მოძრაობა _ "ივერიელნი" - თაობა საქართველოს მომავლისათვის" მადლობას უხდის ყველას, ვინც თავისი პიროვნული, ორგანიზაციული და ფინანასური მხარდაჭერა გამოხატა მოძრაობის ინიციატივაზე _ საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე მოსკოვსა და მის შემოგარენში ხანძრისაგან დაზარალებული ოჯახების ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების ჩამოსაყვანად.
"მიგვაჩნია, რომ უწინარეს ყოვლისა ეს არის მხარდაჭერა კეთილშობილური ქართული ჰუმანისტური იდეისა, ეს არის მხარდაჭერა უნიკალური ქართული ტრადიციებისა, ეს არის მხარდაჭერა ქართული მართლმადიდებლური მთავარი იდეისა - მოყვასისადმი ჩვენი თანადგომისა", _ აცხადებს მოძრაობის ლიდერი ანნა რეხვიაშვილი.
მისი თქმით, მხარდაჭერა მიღებულია. ახლა განიხილება ფრიად საპასუხისმგებლო პროცედურები, რის დასრულების შემდეგაც ქართველ და საერთაშორისო საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია აქციის განხორციელების თაობაზე.
ანნა რეხვიაშვილს განცხადებით, მას კარგად მესმის ამ ჰუმანისტური აქციის უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც არის და გახდება პირველი რეალური ნაბიჯები იმ დიდი სამშვიდობო პროცესისა, რომელიც გარდაუვალია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში.
"ეს არის უფლება მსიფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველთა თაობისა, იღვაწოს მისი სამშობლოს მშვიდობისა და განვითარებისათვის", - აცხადებს ანნა რეხვიაშვილი და დასძენს, რომ "ეს არის ვალდებულება და პასუხისმგებლობა მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყანაში მცხოვრები და მოღვაწე ქართველებისა, მათ შორის, უწინარეს ყოვლისა საქართველოს ახალგაზრდა თაობისა".
რეხვიაშვილმა განმარტავს, რომ ამ დროისთვის ორგანიზაციამ მიიღო გამოხმაურებები, როგორ კერძო პირებისგან ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისგან.
"გამოგვეხმაურნენ და თანადგომას დაგვპირდნენ თანამემამულეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან: ნინა ეგნატაშვილს, ირაკლი ბაგრატიონს, გოგა გრიგოლიას, თამარ ქოიავას, ელენე ნადარაიას, თამარ ასათიანს, სანდრო ჯაფარიდზეს და ათობით სხვანი. ასევე ბიზნესმენები და საზოგადოებრივ ორგანიზაციები ინგლისიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან", - განაცხადა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ, საერთაშორისო მოძრაობამ "ივერიელნი - თაობა საქართველოს მომავლისათვის" 8 აგვისტოს გაავრცელა საგანგებო განცხადება. "აგვისტოს ამ მძიმე დღეებში, როდესაც ბევრი ქართველის მეხსიერებაში ცოცხლდება 2008 წლის 7-8 აგვისტოს სისხლიანი მოვლენების ტრაგედია, მოსკოვი და მისი შემოგარენი, რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონები ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას. ხანძარმა დაანაცრა მრავალი დასახლებული რაიონი, არის მსხვერპლი, რომელმაც გულგრილი არ დატოვა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. ამ მძიმე დღეებში ვფიქრობთ საქართველომ უნდა გამოხატოს მისთვის ჩვეული თანადგომა, მხარდაჭერა ათასობით დაუცველი და გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანის მიმართ, განსაკუთრებით ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ".
რეხვიაშვილმა თავისი ორგანიზაციის სახელით აიღო პასუხისმგებლობა მოსკოვიდან საქართველოში 50 ახალგაზრდისა და ბავშვის ჩამოსაყვანად, "რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ თქვენი მორალური მხარდაჭერა და დახმარება".