Marriott-სა და IHG-ის სასტუმროებიდან შამპუნისა და ტანის გელის მინიატურული ბოთლები გაქრება და მათ დისპენსერები ჩაანაცვლებს, რომელიც სააბაზანო ოთახში კედელზე იქნება მიმაგრებული. საწყის ეტაპზე, აღნიშნული სიახლე იმ სასტუმროებში გამოჩნდება, რომლებიც ბიზნეს-ტურისტებზე არიან ორიენტირებულნი.
დიდი ზომის ჭურჭლის ანუ დისპენსერების უკვე ამონტაჟებენ Marriott-ის ქსელის Courtyard by Marriott-ის, Residence Inn-ის, TownPlace Suites-ის, Fairfield Inn-ის, SpringHill Suites-ის, Moxy-ისა და Four Points-ის სასტუმროებში. არსებული გეგმის მიხედვით, დისპენსერები წლის ბოლომდე 450 სასტუმროში გამოჩნდება.
რაც შეეხება IHG-ის ბრენდს, ის Holiday Inn Express-ის, Staybridge Suites-ის, Candlewood Suites-ისა და Avid Hotels-ის სასტუმროებში.
სასტუმროების წარმომადგენლები ცვლილებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. მათი განმარტებით, სასტუმროში ცხოვრებისას სასტუმროს სტუმრები ბევრ მინი ჭურჭელს მოიხმარენ, რაც თავის მხრივ არაეკოლოგიურია - სტუმრის წასვლის შემდეგ სასტუმროში რჩება ბევრი ნაგავი.
ხოლო დიდი დისპენსერის გამოყენების შემთხვევაში შამპუნის, ტანის გელისა და თუ ბალზამის მოხმარებისთვის მინი ჭურჭელის გამოყენება აღარ მოხდება.
