4 წლის ნიკა ლაგვილავა 14-სართულლიანი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა. უბედური შემთხვევა თბილისში, თემქის დასახლების მეორე მიკრონაიონში მოხდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვი კიბეზე ჩაიდოდა. მას ფეხი დაუცდა და სადარბაზოს ფანჯრიდან გადავარდა.
ბავშვს ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება დაჟეჟილობები აქვს გულმკერდისა და მუცლის არეში. დაზარალებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბლიურია. ბავშვი მკურნალობას იაშვილის სახელობის კლინიკაში განაგრძობს.
მეზობლები ყვებიან, რომ კიბეებიდან ადამიანის ჩამოვარდნის პირველი შემხთხვევა არ არის. მათი თქმით, კიბეების უჯრებს შორის დაშორება დიდია, რის გამოც კიბიდან ჩამოვარდნის შემთხვევები ხშირია.