ცნობილი როკ-მუსიკოსის, კურტ კობეინის გიტარას, რომელიც მან სიეტლში გამართული კონცერტის მსვლელობის დროს დაამტვრია, 19 მაისს აუქციონზე გაყიდიან.
გიტარის ნამსხვრევები გასაყიდად ინტერნეტ აუქციონზე - Showdream გამოიფინება.
1990 წელს, Nirvana-ს ერთ-ერთი კონცერტის დროს, მის მშობლიურ სიეტლში, კობეინმა გიტარა ჰაერში აისროლა, შემდეგ კი სცენაზე დაამსხვრია ფინალური სიმღერის შესულების დროს.
ორგანიზატორთა განცხადებით, ეს იყო კურტის ერთ-ერთი უსაყვარლესი გიტარა და უცნობია რამ აიძულა მუსიკოსი მისი განადგურებისკენ. მრავალი წლის მანძილზე გიტარას ინახავდნენ თავყვანისმცემლები, რომლებმაც ის დაიჭირეს, როცა კობეინმა მისი ნამტვრევები ხალხის ტალღაში ისროლა.