უეფა-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი უკვე თბილისშია. პლატინი საქართველოს დედაქალაქში დღეს 17:00 საათზე ჩამოფრინდა, რომელსაც აეროპორტში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და ფედერაციის წევრები დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ტექნიკური ცენტრის "ბასას" მონახულება, საუზმე თბილისის მერთან გიგი უგულავასთან და შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
უეფა-ს პრეზიდენტთან შეხვედრებისას განიხილება უეფა-ს ფინალის თბილისში გამართვის საკითხს.
ქართული მხარე მოისმენს რეკომენდაციებს, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თბილისმა უეფა-ს ფინალს შესაბამისად უმასპინძლოს.