ფოთში არასრულწლოვანმა ტკბილეულის ნაცვლად, ქიმიური საწმენდი ნივთიერება „კროტი“ შეჭამა.
არსებული ინფორმაციით, ბებიამ ექვსი წლის შვილიშვილისთვის „ბევრილ ჯგუფის“ მაღაზიაში ტკბილეული შეიძინა, თუმცა გამყიდველს შეფუთვა შეეშალა და ქალს სადეზინფექციო ნივთიერება „კროტის“ გრანულები მიჰყიდა.
არასრულწლოვანი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაციით მიიყვანეს. თუმცა, მოგვიანებით ის იაშვილის სახელობის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„ბევრილ ჯგუფში“ ამბობენ, რომ შეცდომა როგორც გამყიდველის, ისე ბებიის ბრალიცაა.