ეკლესიას არავინ ერჩის სიძულვილისა და სხვების ჩაგვრის დაუოკებელი სურვილის გარდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურის საბჭოს წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეკლესია და სახელმწიფო, პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული და ნებისმიერი მცდელობა თეოკრატიული სახელმწიფოს დღეს არსებული მოდელის შესანარჩუნებლად ემსახურება მხოლოდ უკუნ სიბნელეს.
"ეკლესიას არავინ ერჩის საკუთარი თავის გარდა, სიძულვილის და კორუფციის, სხვების ჩაგვრის დაუოკებელი სურვილის გარდა. ეკლესია და სახელმწიფო, პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული და ნებისმიერი მცდელობა თეოკრატიული სახელმწიფოს დღეს არსებული მოდელის შესანარჩუნებლად ემსახურება მხოლოდ უკუნ სიბნელეს", - წერს თაქთაქიშვილი.
ცნობისთვის, NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, ეკლესიის შეფასება თითქმის 80 პროცენტიდან 56 პროცენტამდეა დაცემული.