ლიტვაში, სურთ ბავშვებისთვის შეთავაზებული ზოგიერთი საქონლის აკრძალვა მოხდეს. საუბარია იმ საქონელზე, რომელიც ახდენს ალკოჰოლის იმიტაციას. მაგალითად ლიმონათი, რომელიც ისხმება შამპანურის ტარაში.
ჯანდაცვის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენელის განცხადებით, საბავშვო შამპანურის მოხმარება უყალიბებს ბავშვებს ჩვევას. იქმნება ქცევის მოდელი, რომ დღესასწაული შეუძლებელია ალკოჰოლური სასმელების გარეშე. მათ უყალიბდებათ დადებითი აზრი ალკოჰოლის მოხმარების შესახებ და სწორედ ამიტომ არსებობს დიდი ალბათობა, რომ უფრო ზრდასრულ ასაკში მათ გაუჩნდებათ უფრო მეტი სურვილი ნამდვილი ალკოჰოლური სასმელების მიმართ.
სამეცნიერო კვლევები ასკვნიან, რომ ტელევიზიის საშუალებით რეკლამის აღქმა ბავშვებს 5 წლის ასაკიდან შეუძლიათ, ხოლო გაცნობიერებულად მისი აღქმა, მხოლოდ 7-8 წლიდან ხდება. მაგრამ მათ არ შეუძლიათ თავი დაიცვან ხანგრძლივი ზეწოლისგან, რომელიც მუდმივად ხდება რეკლამის სახით.
თამბაქოზე კონტროლის სისტემაში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს აკრძალვა საკვებ პროდუქტებსა და სხვა საქონელის წარმოებაზე, რომელთა დიზაინი ახდენს თამბაქოს იმიტაციას. ეს დადგენილება უფლებას იტოვებს მოაშორონ დახლებიდან ყველა ის პროდუქტი ბავშვებისთვის, რომელიც სიგარეტის იმიტაციას ახდენს.