უფრო ძლიერად და სიახლეებით შევხვდებით საპრეზიდენტო არჩევნებს, რათა ნდობა, რაც საზოგადოებაშია, კიდევ უფრო გაიზარდოს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტია ძლიერდება.
“მმართველი პარტია ძლიერდება. ეყოლება ახალი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, იქნება განახლებული პოლიტსაბჭო. უფრო ძლიერად და სიახლეებით შევხვდებით არჩევნებს, რათა ის ნდობა, რაც საზოგადოებაშია კიდევ უფრო გაიზარდოს და გახდეს უფრო ხელშესახები”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” ყრილობა ხვალ გაიმართება.