ძალადობაში ბრალდებული რეჟისორი, რომან პოლანსკი აპირებს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში აშშ-ს მეცნიერებისა და კინოხელოვნების აკადემიის წინააღმდეგ, საიდანაც ის გამოაძევეს ორგანიზაციის წევრობიდან.
როგორც რეჟსორის ადვოკატის, ჰარლანდა ბრაუნის წერილშია ნათქვამი, დაცვის მხარე ედავება კინოაკადემიას „უხეში იგნორირებისთვის“.
"ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის მოსმენა, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა ჩვენი მხარის წარდგენის“ - ციტირებს ბრაუნის ნათქვამს Los Angeles Times-ი.
მისივე თქმით, პოლანსკიმ აკადემიის წევრებს „ფარისევლების თავშესაყარი უწოდა“ და ახსნა ეს სიტყვა იმით, რომ ყველა ეს ხალხი ფეხზე დამდგარი ტაშს უკრავდნენ „ოსკარის“ გადაცემის დროს ფილმისთვის „პიანისტი“, თუმცა მის დასაცავად სიტყვაც არ უთქვამთ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რომან პოლანსკი, კომიკოს ბილ კოსბისთან ერთად გააძევეს აშშ-ს მეცნიერებისა და კინოხელოვნების აკადემიიდან, იმის გამო, რომ ისინი გარეული იყვნენ სექსუალური ძალადობის ხასიათის სკანდალში.