ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, გიორგი ტუღუში სტრასბურგში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პრინციპი სწორია, რადგან „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო არის საშუალება, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებისათვის პასუხი აგონ და ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ეს საშუალება“.
მისი თქმით, მისასალმებელია როგორც ხელისუფლების ეს ნაბიჯი ასევე არასამთავრობო სექტორის აქტიურობა ამ მიმართულებით, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოკვეთილი უნდა იყოს სარჩელის მიზანი - პასუხი აგოს რუსეთმა ტატუნაშვილის მკვლელობისთვის.
„ამ სარჩელის მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ დაეკისროს რუსეთს პასუხისმგებლობა უშუალოდ ამ ვანდალიზმის გამო“ - აცხადებს გიორგი ტუყღუში. თუმცა იქვე დასძენს, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის საერთაშორისო სივრცეში, ბოლო წლებში ცუდი გამოცდილება აქვს. ის იხსენებს ფაქტს, რომ საქართველო არ აქტიურობს რუსეთ საქართველოს საბჭოზე და არ ითხოვს რუსეთის მიერ საქართველოსათვის კონპენსაციის გადახდას, რომელიც მას ევროსასამართლომ დააკისრა.
„ჩვენ გვაქვს ცუდი გამოცდილება, მაგრამ ეს თუ შეიცვლება რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფისთვის" - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
ცნობისთვის, გუშინ იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრ, თეა წულუკიანის განცხადება, სადაც ის ამბობს რომ სახელმწიფო ამზადებს სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამო.