მმართველი გუნდის წარმომადგენელი პარლამენტში, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში გადაიტანოს და ევროპულ სამართლებრივ სივრცეში მოხდეს ამ საკითხზე მსჯელობა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან იმ საკითხის კომენტარისას განაცხადა, რომლის თანახმად სახელმწიფომ ტატუნაშვილის საქმეზე სარჩელს ევროსასამართლოში შეიტანს.
ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ „ჩვენი ამოცანაა სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ და სახელმწიფომ ამით დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებთ, რომ ამ საკითხის განხილვა მიზანშეწონილია ევროპულ სტრუქტურებში. ვინაიდან ეს არის ძალიან მაღალი ინსტანცია, რომელმაც ადამიანის უფლებათა დაცვა უნდა უზრუნველყოს“.
ის ამბობს, რომ ოპოზიციის კრიტიკა და პესიმიზმი მისთვის მიუღებელია და იმედოვნებს, რომ ამ საქმეს სათანადო რეაგირება ექნება ევროსასამართლოს მხრიდან.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და შესაბამის პირებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუწოთ ამ საკითხზე პასუხის გაცემა“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრ, თეა წულუკიანის განცხადება, სადაც ის ამბობს რომ სახელმწიფო ამზადებს სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამო.