ეს შემთხვევა გამონაკლი თუ იქნება მხოლოდ მივესალმები. ასე პასუხობს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი ხელისუფლების იმ ინიციატივას, რომლის თანხამდ არჩილ ტაუნაშვილის საქმეზე სახელმწიფო ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართავს.
როგორც სალომე სამადაშვილმა დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა, „სარჩელის შეტანა მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება ის თუ რამდენად დაიცავს საქართველო საკუთარ ინტერესებს ამ სასამართლოს მიმდინარეობისას“.
სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დღემდე სახელმწიფოს მხრიდან რუსეთის წინააღმედგ სარჩელების შეტანა ძალიან ფორმალურ ხასიათს ატარებს, რასაც არსებითი შედეგები არ მოსდევს და ეჭვობს, რომ ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. თუმცა იქვე დასძედნს, რომ თუკი „ეს შემთხვევა გამონაკლისი იქნება მხოლოდ მივესალმები“.
„სამწუხაროდ დღემდე ტენდენციას ვხედავდით რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას შერბილებული ჰქონდა საერთაშორისო წნეხი რუსეთზე ზეწოლის მოხდენისთვის. რათა რუსეთს პასუხი ეგო ჩადენილ დანაშაულებზე და რაც მოხდა სწორედ ამ შერბილებული პოლიტიკის შედეგია. ამიტომ ვუყურებთ პესიმიზმით, თუმცა იმედს ვიტოვებთ რომ ამ შემთხვევაში მაინც შეიცვლება რაიმე“ - განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრ, თეა წულუკიანის განცხადება, სადაც ის ამბობს რომ სახელმწიფო ამზადებს სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამო.