საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ დღეისათვის მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი შერჩეული არ არის და შესაბამისად ყრილობაზე ვერც დასახელდება.
ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ „გადაწყვეტილებას ივანიშვილი ყველა იმ პირთან კონსულტაციის შედეგად მიღებს, ვინც ამ პროცესში არიან ჩართულები. ივანიშვილი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ იღებს“.
ამასთან მან აღნიშნა, რომ პირადად მას არ აქვს არანაირი ინფორმაცია სოზარ სუბარის შესაძლო კანდიდატობაზე. მისი თქმით, ამ საკითხზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ მედიაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია "ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატად სოზარ სუბარის დასახელების შესახებ.