შვედური აკადემიის განცხადებით, 2018 წელს ნობელის პრემიას ლიტერატურის დარგში აღარ გადასცემს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ლიტერაურაში ნობელის პრემიის გადაცემა ერთ-ერთი უძელესი და პრესტიჟული ჯილდოა კულტურის სფეროში. წელს მისი გადაცემის ჩაშლა შვედურ აკადემიაში სკანდალს უკავშირდება.
სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა ფრანგი ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო, რომლის მისამართითაც ისმოდა სექსუალური შეურაცხყოფის ბრალდებები. ის არის შვედი პოეტესა, კატრინ ფროსტენსონის მეუღლე, რომელიც არჩეული იქნა აკადემიაში 1992 წელს.
აკადემიის ზოგიერთი წევრი მიიჩნევს, რომ მოცემულ სიტუაციაში ნობელის გადაცემა არ შეიძლება.