რეჟისორი რომან პოლანსკი და კომიკოსი ბილ კოსბი ამერიკული კინემატოგრაფიის ხელოვნების და მეცნიერების აკადემიის წევრობიდან გარიცხეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს აკადემია აწარმოებს კინოპრემია „ოსკარის“ გადაცემას.
გასულ თვეში, კომიკოსი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მუსიკოსი ბილ კოსბი დამნაშავედ იყო ცნობილი სექსუალურ ძალადობაში. ხოლო რომან პოლანსკიმ აღიარა თავისი დანაშაული არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო - 1977 წელს მისი პარტნიორი იყო 13 წლის გოგონა.
ასევე პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტეინი იქნა გარიცხული კინოაკადემიიდან გასულ წელს, სექსუალური შეურაცხყოფისა და გაუპატიურების ბრალდებებით.
პოლანსკის და კოსბის გარიცხვის გადაწყვეტილება მიღებული იყო ხმის მიცემის საფუძველზე გუშინ.
რომან პოლანსკი თავად არის ოსკარის ლაურეატი: 2003 წელს მან მიიღო პრემია საუკეთესო რეჟისურისათვის, ფილმში “პიანისტი“.
აკადემიის ისტორიის 91 წლის მანძილზე, როგორც ცნობილია მხოლოდ ოთხი წევრია გარიცხული.
პირველი იყო კარმინ კარიდი, რომელიც 2004 წელს გარიცხეს. მას შემდეგ რაც მან თითქოსდა გაუგზავნა კონფიდენციალური კადრები ჯერ კიდევ ეკრანზე არ გამოსული ფილმისა თავის მეგობარს. რის შედეგადაც ფილმი აღმოჩნდა ინტერნეტ სივრცეში.