რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვი აცხადებს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი შეუქცევადია. თუმცა, მისივე თქმით, მათი "დამოუკიდებლობის მშენებლობის გზაზე" მთავარი წინააღმდეგობა - საქართველოა.
მისივე თქმით, აფხაზეთიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც "საკუთარი სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საქმეში ძალიან სერიოზულ გზას გადიან".
"ეს ძალიან სერიოზული გზაა, რომელზეც მთავარი წინააღმდეგობა საქართველოა. ეს არის თბილისის მცდელობები რომელიც არა მხოლოდ ეჭვქვეშ აყენებს ორივე რესპუბლიკის იურიდიულ სტატუსს, არამედ ცდილობს რეალური წინააღმდეგობები შექმნას ამ რესპუბლიკებისათვის, ესამე ქვეყნების ეკონომიკური დახმარებითა თუ სხვა მეთოდებით", _ აცხადებს კოსაჩოვი.