2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის კვირეულს იუსტიციის სამინისტრო შეუერთდა.
დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი ეწვივნენ საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და აქციის სიმბოლო წითელი ყაყაჩო გულზე დაიბნიეს.
დღევანდელი ღონისძიება გაზეთ `პრაიმ თაიმის~ მიერ ორგანიზებული `ხსოვნის კვირეულის~ ფარგლებში გაიმართა. კვირეულის სიმბოლოა ერთიანობის და სამშობლოსთვის დაღვრილი სისხლის სომბოლო - კრწანისის ველის წითელი ყაყაჩო.
წითელი ყაყაჩოები იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომლებს ერთი კვირის განმავლობაში მკერდზე ექნებათ მიმაგრებული.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს კვირეული, რადგან მუდამ უნდა გვახსოვდეს ადამიანები, რომელთაც თავი გასწირეს სამშობლოსთვის.
მისი თქმით, სამინისტროს თითოეული თანამშრომელი თავის ოჯახებთან ერთად უერთდება ამ კვირეულს.
`ის, რომ ჩვენ დღეს მუშაობის საშუალება გვაქვს, იმის დამსახურებაა, რომ გმირებმა თავი დადეს საკუთარი სამშობლოსათვის~-განაცხადა ვაშაძემ.