ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩის სკვერს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი გმირების სახელი მიენიჭა. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სკვერში მემორიალური დაფა დაიდგმება, რომელზეც რუსეთის აგრესიის პერიოდში დაღუპული მეომრების სახელები ამოიტვიფრება.
8 აგვისტოს ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში საკრეულოს წევრები, დაღუპული მეორების ოჯახის წევრები შეიკრიბებიან და სკვერში 19 ნერგს დარგავენ. აჭარიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში 19 მეომარი დაიღუპა. სკვერში მოეწყობა ფოტოგამოფენა.
ბათუმის საკრებულოს ოპოციციონერმა დეპუტატებმა სდომაზე განაცხადეს, რომ ასეთი დანიშნულების სკვერი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უნდა განთავსებულიყო, თუმცა საკრეულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ სკვერისთვის ჯავახიშვილის ქუჩა იმიტომ შეირჩა, რომ იგი კეთილმოწყობილია, არის მჭიდრო დასახლება და ამასთანავე შენდება ეკლესია.
ბათუმის საკრებულოს სხდომა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.