რიკოთზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა 8ჰა-მდე ბალახოვანი, ბუჩქოვანი საფარი და ფოთლოვანი ტყე. ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ მაღალი ტემპერატურაა.
რიკოთის უღელტეხილზე, დაბა სურამთან, ხანძრის ახალი კერა გუშინ გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ძალები და ტექნიკა. ცეცხლის ლოკალიზებაში აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი მოსახლეობაც.
რეგიონში მობილიზებული რჩება საჰაერო ტექნიკა. გარემოს დაცვის ინსპექციისა და სატყეო სააგენტოს სპეციალისტები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის წარმომადგენლებიც. ამ დროისთვის ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის მასივის ფართობის დადგენა ვერ ხერხდება.