რიკოთის უღელტეხილზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია სავარაუდოდ დღეს მოხერხდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სატყეო დეპარტამენტის უფროსმა პაპუნა ხაჩიძემ განუცხადა.
"რიკოთის უღელტეხილზე ხანძარი გუშინ გჩანდა. ცეცხლი ტყეში 4 ჰექტარ ტერიტორიაზე მოდებული, თუმცა ვფიქრობთ ადგილობრივი ძალებით ვფიქრობთ, რომ დღეს ხანძრის ლიკვიდაციას უკვე შევძლებთ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში ხაჩიძემ.
მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია ხაშურის, ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო სამსახური, ასევე ცეცხლის ლოკალიზებაში ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად არის ჩართული. ცეცხლი ფოთლოვან ტყეს უკიდია.
ხაჩიძის ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია.
ამასთან, სატყეო დეპარატამენტის უფროსის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრის 9 კერა დაფიქსირდა, თუმცა მათი მასშტაბურობის სიმცირის გამო ადგილობრივი ძალებით ცეცხლის ლიკვიდირება მოხერხდა.