ხვალ, 6 აგვისტოს, 15:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივანი ლაშა ჩხარტიშვილი და თბილისში მცხოვრები დევნილები საპროტესტო აქციას გამართავენ.
აქციის მოთხოვნებია: 1. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ და ხელისფულების სხვა ორგანოებმა, დაუყონებლივ დაიწყონ "საერთაშორისო ამნისტიის" მიერ საქართველოში დევნილთა მდგომარეობის შესახებ 2010 წლის 5 აგვისტოს ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულება; 2. თბილისში მცხოვრებ დევნილებს საკუთრებაში გადაეცეს და დაუკანონდეს საცხოვრებელი ფართი თბილისის ტერიტორიაზე.