ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის ჟურნალისტი, ნათია ბანძელაძე პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, პრესსამსახურში მუშაობას იგი 4 აგვისტოდან ოფიციალურად შეუდგა.
ნათია ბანძელაძემ პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობაზე ალანა გაგლოევა შეცვალა. რაც შეეხება გაგლოევას, იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კვლავ პრესის მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას.